როგორც ყოველ წელს, ალა პუგაჩოვა ივლისის ბოლოს ლატვიის ქალაქ იურმალაში ჩავიდა დასასვენებლად. პრიმადონას გულის პრობლემები აქვს და წლებია, ყველაზე ცხელ პერიოდში შედარებით გრილ ლატვიას მიაშურებს ხოლმე.
28-29-ში კი ალა გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მეუღლესთან ერთად და განხილვის საგნადაც იქცა. ყველა ალაპარაკდა პლასტიკურ ოპერაციებზე, რომლებიც მან ბოლო პერიოდში გაიკეთა და
როგორც ამბობენ, თმაც გადაინერგა. 74 წლის მომღერლის ახალ სახეს ბევრი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში და “ხანდაზმული ბარბიც” კი უწოდეს. თავად არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არ აინტერესებს მასზე რას ფიქრობენ და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს თუ ჩარევას გარეგნობაში სრულიად ჩვეულებრივ იღებს.